10 იანვარი
გრადა ქონსთრაქშენი თანამშრომლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს

გრადა ქონსთრაქშენში ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების უწყვეტი ზრდა და განვითარება. ამ მიზნით, ჩვენს გუნდს მივეცით შესაძლებლობა Excel-ის შემსწავლელ კურსებში მიეღოთ მონაწილეობა, რაც მათ დაეხმარება უკეთ მართონ მონაცემები და გააუმჯობესონ ანალიტიკური უნარები.
გრადა ქონსთრაქშენი თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნავს და მომავალშიც ვგეგმავთ მსგავს ინიციატივებს.