19 აპრილი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

კომპანია გრადა ქონსთრაქშენმა და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მის ფარგლებში კომპანიებს შორის გაღრმავდა პარტნიორული, გრძელვადიანი თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ მწვანე ხეივნის პროექტში ყველა ბლოკი აღჭურვილია KONE-ს ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლიფტით, რომელსაც აქვს ავტონომიური კვება, რაც ელექტროენერგიის გათიშვისას ლიფტის უახლოეს სართულზე მისვლას და კარის გახსნას უზრუნველყოფს. ლიფტის სიჩქარე წამში 1,75 მეტრია და კორპუსის მთლიან სიმაღლეს მხოლოდ 30 წამში დაფარავს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრადა ქონსთრაქშენის მმართველმა პარტნიორმა ნიკა ყუბანეიშვლმა და KONE-ს მმართველმა დირექტორმა არტურ მატუსიაკმა.